ახალ წელს, ახალი რეგულაციებით ამოქმედებული საფრთხეები საზოგადოებისა და ბიზნესისათვის გასული წლის...
გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირ...
პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი), რომელიც, შესაძლებელია, იყოს დაქირავებული მუშაკი,მაგრამ ამავე დროს შეიძლება, კომპანიის მფლობელი და ...
სიის არსებობა ამის უზრუნველყოფის გარანტია ვერ იქნება, რადგანაც, შესაძლოა,რეგისტრაციის შემდგომ პირმა დატოვა პარტია, ანდა გა...
ახალი კანონით მოცემული ამ და სხვა საფრთხის შემცველი რეგულაციებისშემოღება თუკი დროში ნაკლებად შეზღუდული, ფართო საზოგადოებრი...
of 5

Political Finance Monitoring in Georgia

Published on: Mar 4, 2016
Published in: News & Politics      
Source: www.slideshare.net


Transcripts - Political Finance Monitoring in Georgia

  • 1. ახალ წელს, ახალი რეგულაციებით ამოქმედებული საფრთხეები საზოგადოებისა და ბიზნესისათვის გასული წლის 28 დეკემბერს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლოორგანომ მიიღო ორი კანონი, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა დაადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.ერთი მათგანი, კანონი ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” არის მცდელობა(რადგანაც ამოქმედდება მხოლოდ 3 თვის შემდგომ) ტექნოლოგიების განვითარებისტემპების კვალობაზე დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლება და პერსონალურიმონაცემები, მეორე კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (შემდგომშიმოკლედ მოხსენიებულია როგორც ახალი კანონი)1 კი წარმოადგენს მცდელობასქვეყნის პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა, გადაწყვეტილებების მიღებისპროცესი და ფინანსები გახდეს უფრო გამჭვირვალე, მაგრამ მეორე მხრივ,მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, არათუ ხელი შეუწყონდემოკრატიის განვითარებას, არამედ საზოგადოების არასტაბილურობის წყაროდ დაშესაბამისად, დემოკრატიის საფრთხედ იქცნენ. ახალი კანონის დეტალური განხილვა სიღრმისეულ კვლევის და ვრცელიდისკუსიის საგანია, ჩვენ შევეცდებით მაგალითებზე2 დაყრდნობით წარმოვაჩინოთსაფრთხეები და შეუსაბამობები. შესავლისთვის აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდპოლიტიკურ გაერთიანებებზე, არამედ კერძო კომპანიებსა და არასამთავრობოორგანიზაციებზეც - ასეთია ახალი კანონის 261 მუხლის დანაწესი. მეტისიცხადისათვის მოვახდენთ მუხლის ციტირებას: მუხლი 261 1. ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ;1 https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1542609#(ბოლო წვდომა/Accessed 24.01.2012)2 მაგალითები, ისევე როგორც სახელები თუ დასახელებები ჰიპოთეტურია და მიზნად არ ისახავსფაქტების არასწორად ან დაკნინებულად წარმოჩენას, პიროვნებისა თუ ორგანიზაციისდისკრედიტაციას. 1
  • 2. გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. 2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ.ერთი შეხედვით. კანონმდებელმა ახალი კანონის მე-3 თავით (იხ.: ”ამ თავით”)განსაზღვრული შეზღუდვები (ლიმიტები, აკრძალვები, ვალდებულებები) გაავრცელამხოლოდ იურიდიულ პირებზე, თუმცა, პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტისგათვალისწინებით, რეალობა არსებითად განსხვავებულია და კანონის მოქმედებისარეალში, შესაძლოა, მოხვდნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთისმოქალაქეები, კომპანიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები.უპირველეს ყოვლისა, უნდა შევჩერდეთ ერთი შეხედვით იმ ”პატარა და უმნიშვნელოხარვეზზე”, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტირების, ან თუნდაც შეცდომისშემთხვევაში, შესაძლოა, არა ჰიპოთეტურ, არამედ რეალურ საფრთხედ იქცეს.მხედველობაში გვაქვს ახალი კანონის 251 მუხლის პირველ პუნქტსა და 342 მუხლისპირველ და მე-4 პუნქტებში მოცემული მითითებები არა თვით ამავე ახალ კანონზე(კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“), არამედ ერთშემთხვევაში ”კანონზე” (ზოგადად), ხოლო მეორე შემთხვევაში ”კანონმდებლობა”-ზე.უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა შეზღუდვები დაწესებული იყოს არამხოლოდ ამ ახალი კანონით, არამედ სხვა კანონებითაც თუ კანონქვემდებარენორმატიული აქტებითაც (მაგ.: მთავრობის დადგენილებით, ან მინისტრისბრძანებით), რადგანაც ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისშესაბამისად ტერმინი ”კანონმდებლობა” მოიცავს როგორც საკანონმდებლო (კანონი),ასევე კანონქვემდებარე (მთავრობის, მინისტრის, სახელმწიფო უწყებისხელმძღვანელის) აქტებს.ახალი კანონით სესხის/კრედიტის აღების უფლება აეკრძალა როგორც პოლიტიკურპარტიას (ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ასევე მის რიგით წევრსაც(”საქმიანი ურთიერთობის მქონე პირი” - ახალი კანონის 261მუხლის პირველი 2
  • 3. პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი), რომელიც, შესაძლებელია, იყოს დაქირავებული მუშაკი,მაგრამ ამავე დროს შეიძლება, კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელიც იყოს.საგულისხმოა, რომ ეს პრობლემა არანაკლები სიმწვავით შეეხება საბანკოდაწესებულებებსაც, რადგანაც მათ (ისევე როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს)არ აქვთ სრული მონაცემთა ბაზა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისწევრობის შესახებ.ანალოგიური ხასიათის პრობლემად ან გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთშემთხვევა, როდესაც საბანკო, სადაზღვევო, ნავთობმიმწოდებელი თუ კომუნიკაციისკომპანიები განსხვავებული პირობებით აწვდიან პროდუქტს თუ მომსახურებასდაწესებულების (თუნდაც პოლიტიკური პარტიის) თანამშრომლებს - ამ შემთხვევასახალი კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეღავათიანი პირობებით მიწოდებადგანიხილავს - შემოწირულობად თვლის, რასაც შესაბამისი ვალდებულებები მოჰყვებაროგორც პარტიისთვის, ასევე ორგანიზაციისა თუ პარტიის წევრისთვის.განსაკუთრებულად საფრთხილოა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებულიგრანტების გაცემის საკითხი. მეტი სიცხადისათვის შეგვიძლია აღვნიშნოთშემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ან რეგიონული პოლიტიკური ხასიათისგაერთიანება (მაგ.: კონსერვატორები), რომლის წევრებიც არიან ქართული პარტიებიმატერიალურად ეხმარებიან ქართველ კოლეგებს. არანაკლები სიმწვავით დადგებასაკითხი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ეს საერთაშორისო ორგანიზაციამატერიალურად ეხმარება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასსაქართველოში.ახალი კანონის სხვადასხვა ნორმების ბუნდოვანებისა და წინააღმდეგობრიობისმიუხედავად (მხედველობაში გვაქვს 261 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარეორაზროვნებები), ვიმედოვნებთ, ახალი კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტითგანსაზღვრულ შემოწირულობად არ განიხილება საქართველოში მოქმედი უცხოეთის(მაგ.: შვედეთი, ნიდერლანდები, აშშ) თუ საერთაშორისო (გაერო) დონორების მიერგაცემული გრანტები, რადგანაც საკითხზე მსჯელობისას გადაწყვეტილება მიიღება25-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ დანაწესიდან, რომ შემოწირულობად განიხილებამხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიერ პარტიისთვის (და არა ე.წ. დაკავშირებულიპირისათვის) ჩარიცხული ფულადი სახსრები. ამდენად, ამ შემთხვევას მხოლოდმცირე მნიშვნელობის საფრთხედ განვიხილავთ და მასზე დეტალურად არვიმსჯელებთ.ახალი კანონიდან გამომდინარე, არსებითი ხასიათის საფრთხედ რჩება ე.წ.„დაკავშირებული პირების“ ცნება, რადგანაც ახალი კანონი არ იძლევა დეტალურგანმარტებას. ახალი კანონის სხვადასხვა მუხლში (მაგ.:51; 251) მოცემული ესტერმინები ტოვებს არა მხოლოდ სუბიექტური და განსხვავებული ინტერპრეტაციისსაშუალებას, არამედ, შესაძლოა, მანიპულაციის იარაღად იქცეს, რადგანაც, როგორცზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკური პარტიების წევრთა სრული, გადამოწმებადი სია არარსებობს (ახალი კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული მინიმალური, 1000 წევრის 3
  • 4. სიის არსებობა ამის უზრუნველყოფის გარანტია ვერ იქნება, რადგანაც, შესაძლოა,რეგისტრაციის შემდგომ პირმა დატოვა პარტია, ანდა გაიზარდა წევრთა რიცხოვნობა,მაგრამ შეტყობინების ვალდებულება პარტიას აღარ აქვს). შესაძლოა, პოლიტიკურმაოპონენტებმა კონკურენტის ჩამოსაშორებლად თავისი წევრების მეშვეობით დაკონკურენტის მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტიკის (მაგ.: ლოგო, სლოგანი)გამოყენებით სცადონ ამა თუ იმ ღონისძიების (ახალი კანონით აკრძალულის ანშეზღუდულის) ინიცირება - განსახილველი შემთხვევისათვის ობიექტური დადამოუკიდებელი არბიტრირების საშუალებას კანონი აღარ იძლევა.ბოლოს კი, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კონტროლის პალატისათვის ახალიკანონით (342 მუხლის მე-8 პუნქტი) მინიჭებული ქონებაზე ყადაღის დადებისუფლებამოსილება. ახალი კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით(რომ კანონის მოქმედება ვრცელდება ”ყველაზე და ყველაფერზე რაცსაქართველოშია”), ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია ის გარემოება, რომყადაღის დადება სასამართლო კონტროლის გარეშე ხორციელდება. თვითსისხლისსამართლებრივი დევნისას ეს უფლება გამომძიებელსაც კი მაქსიმალურადაქვს შეზღუდული (იხ.: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123; 151-158მუხლები) - გადაუდებელი აუცილებლობისას პროკურორმა, თუკი ამგადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს 12 საათში უნდა წარუდგინოსარგუმენტაცია, ხოლო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ყადაღის კანონიერადცნობის ან უარის შესახებ. თვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რეკეტირის,ქურდული სამყაროს წევრის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკურისაქმიანობის განმახორციელებელი პირის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხიც კისასამართლოს მიერ, სასამართლოს მონაწილეობით განიხილება (იხ.: საქართველოსსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3564 და 35610 მუხლები). ყველაზე მნიშვნელოვანიის გახლავთ, რომ არ არსებობს კანონით განსაზღვრული მექანიზმი ამგადაწყვეტილების გასაჩივრებისა თუ განხილვისთვის, რადგანაც 342 მუხლის მე-8პუნქტი არ განსაზღვრავს ყადაღის დადების მიზანს, ხოლო მე-9 პუნქტით მოცემულიჩანაწერი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განიხილება ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესებით, ყადაღას არ შეეხება(შეუძლებელია მისი ცალკე გასაჩივრება, ამასთან, გაუგებარია ყადაღის შესახებგამოიცემა თუ არა ცალკე რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). გარდაამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებიამ საკითხს არ შეხებია (ანუ განხილვის მექანიზმი არ შექმნილა, არ არსებობს)3.ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული დაადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პრაქტიკით დამკვიდრებული,უფლება, რომ ადამიანის დარღვეულ თუ შეზღუდულ უფლებათა აღსადგენადგარანტირებული უნდა იყოს სასამართლოს კონტროლის ეფექტური მექანიზმები დასაქმის განხილვა მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოში - განსახილველიშემთხვევისათვის უგულებელყოფილია.3 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1542623 (ბოლოწვდომა/Accessed 24.01.2012) 4
  • 5. ახალი კანონით მოცემული ამ და სხვა საფრთხის შემცველი რეგულაციებისშემოღება თუკი დროში ნაკლებად შეზღუდული, ფართო საზოგადოებრივიდისკუსიის ფონზე წარიმართებოდა და გადაწყვეტილება კანონის სახეს მხოლოდშემდგომ მიიღებდა, ეს ქვეყანაში თანამონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებასხელს შეუწყობდა. დღეს და უახლოესი პერიოდისთვის კი ეს საფრთხეები არაკანონის, არამედ საზოგადოების მღელვარებისა თუ წუხილის საგნადღა არისდარჩენილი. 5

Related Documents